საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
მიღება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართა.
საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენა შანხაიში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან, ლი ციანთან,
“ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს. ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ”, – აღნიშნავს ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე