საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ერლან კოშანოვს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობას. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივა.
„ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკაზე და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ყაზახეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დოროთე ყურაშვილი – ადამიანი, რომელიც ქართულ ეკლესიას ჩირქს სცხებს, სხვის შვილებს LGBT აქტივისტებთან დგომისკენ მოუწოდებს და უცხოური გავლენის ძალებს ემსახურება – არც მამაოა, არც მამა და არც ქართველი!

მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ქორწილის დროს იარაღებიდან გასროლის კადრები. ატყდა კომენტარებში ხელისუფლების გინება, რომ დაბრუნდა 90 – იანი წლები. ჩავეძიე ამბავს და გავარკვიე, რომ ვიდეო გადაღებულია სოფელ ორსანტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესიკ გაბუნიას შვილის ქორწილში