საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და სპორტის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.
განიხილეს თბილისში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობა. ბილალ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბილალ ერდოღანი საქართველოში საქართველოს სპორტის სამინისტროს მოწვევით, ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით იმყოფება.
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ჩემპიონატი 25 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ – არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი ომი