ქ.თბილისში, ვარკეთილის მე-3 მ/-ში, გაიხსნა ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი. სპოტკომპლექსი განთავსებულია საცურაო აუზი; 300 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნციური (კომბინირებული) სპორტული დარბაზი; 200 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი ორთაბრძოლების სპორტის სახეობებისათვის. სპორტკომპექსში ასევე იმოქმედებს სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეები.
სპორტკომპლექსის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ქ.თბილისის მერი კახა კალაძე; გახსნის ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სამშენებლო კომპანია – შპს საბა კონსტრაქშენის დირექტორი ლევან თარგამაძე.
სპორტკომპლექსის მშენებლობა ქ.თბილისის მერიის დაკვეთით შპს” საბა კონსტრაქშენ”-მა განახორციელა.
(R)
