საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაჰბანას შეხვდა, რომელიც საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ESCAP-თან ნაყოფიერ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს.
განიხილეს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალზე. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნის თვალსაზრისით და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობებისა და სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი