საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი დანიის პრემიერზე თავდასხმას გმობენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობენ.
პრემიერმა მ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის.
„კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – წერს პრემიერი.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს: „მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ“.
დანიის მთავრობის მეთაურზე თავდასხმა დაგმეს ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა.
დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს, რომელიც 2019 წლიდან იკავებს ამ პოსტს, პარასკევს, 7 ივნისს თავს დაესხნენ.
მას დედაქალაქ კოპენჰაგენში, ერთ-ერთ ქუჩაზე დაესხა თავს უცნობი მამაკაცი. თავდამსხმელი მალე დააკავეს.
დანიის მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა „შოკირებულია“ მომხდარით.

ასევე დაგაინტერესებთ