საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო ” ჩვენება გახსნა, დისკუსიას დაესწრო და სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს – ჟურნალისტებს, საფრანგეთის პოლიტიკური საზოგადოების წევრებს, დიპლომატებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ევროპის დედაქალაქ პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, შევიკრიბეთ ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენებაზე სწორედ ამ დღეს, 27 სექტემბერს, რომელიც საქართველოსათვის ტრაგედიის დღეა, რადგან ამ დღეს დაეცა სოხუმი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ღონისძიებას გახსნეს ასევე, საფრანგეთის ყოფილმა და მოქმედმა ევროპის მინისტრებმა ნატალი ლუაზომ და ბენ ჰადადიმ.
დოკუმენტური ფილმი „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში ს მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება.

ასევე დაგაინტერესებთ