საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, ს წარდგინებით, შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო კონსტანტინე მარდალეიშვილს საქართველოში ონკოლოგიური ქირურგიისა და მედიცინის განვითარებისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტანტინე მარდალეიშვილი გამორჩეული ექიმია და მისი ღვაწლი განსაკუთრებული და დასაფასებელია.
„ვულოცავ ბატონ კოტეს საპატიო ჯილდოს, ბრწყინვალების ორდენს. ის გახლავთ გამორჩეული ექიმი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებული ადამიანი, რომელმაც ონკოლოგიაში შექმნა თანამედროვე საშუალებები, რითაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინა. მისი ღვაწლი, მისი შრომა განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია ხალხის სიყვარული მისდამი და ნამდვილად გახლავთ, არა მარტო სამედიცინო სფეროში, ყველასთვის მისაბაძი ადამიანი. მოხარული ვარ, რომ დღეს მას გადავეცი ჯილდო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი , მისი მოადგილე, თეა გიორგაძე და კონსტანტინე მარდალეიშვილის ოჯახის წევრი დაესწრნენ.