საქართველოს პრეზიდენტი ქალის გარდაცვალებაზე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მიმავალი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, , ქალის გარდაცვალებაზე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მიმავალი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამს.
„ოჯახის მწუხარებას და სრულიად საქართველოს მწუხარებას ვიზიარებ. ძალაუფლების აღება ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებასაც და ქვეყნის ტრაგედიამდე არ მიყვანა!
გახსოვდეთ ყველას, ვინც დღეს საკუთარ ხალხის ტკივილს და წუხილს არ იზიარებს და კიდევაც დასცინის, რომ „დრონი მეფობენ!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალი, რომელიც წუხელ საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
როგორც გარდაცვლილი ქალის შვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდაპირველად მომხდარზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
“ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული. თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია! დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!” – წერს გადაცვლილი ქალის შვილი თამუნა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.