საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, საქართველოს სანაოსნო პოტენციალსა და ქართველ მეზღვაურთა შრომით პირობებს. პრეზიდენტმა ორგანიზაციასა და მის სამდივნოს, წლების მანძილზე ქვეყნისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა 1993 წლიდან და გულმოდგინედ ასრულებს IMO-ს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრულ მოვალეობებსა და ვალდებულებებს. „საქართველო იცავს და ინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტებს საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში, მეზღვაურთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, მათ მომზადებასა და სერტიფიცირებაში, ასევე – საზღვაო გარემოს დაცვაში,“- განაცხადა პრეზიდენტმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და IMO-ს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტისა (WMU) და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (IMLI) ქართველი კურსდამთავრებულები ამჟამად ქვეყნის საჯარო სექტორში არიან დასაქმებული და საზღვაო სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს. ს განცხადებით, საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ქვეყანაში 19 ათასზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.
Next: ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით არავის შეუვიწროებიათ – მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ გამოსულან გარე პოლიტიკური დირიჟორების გავლენიდან – საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობენ კონკურსში მონაწილეობის მიღებასა და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მიზანი ერთია – შექმნან ფონი, თითქოს მათი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას