საქართველოს პრეზიდენტი გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი , გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს სიტყვით გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა მიმართეს.
ღონისძიებაზე გაეროს მისიისა და საქმიანობის თაობაზე, ასევე ბოლო რვა ათწლეულის მიღწევებზე გამახვილდა ყურადღება.
გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი -ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დაესწრნენ.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე. საქართველოს პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტ ს მიწვევით ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ალტ ინფო” და ოპოზიციური ჯგუფები, „იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ე.წ. მაკლერების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებია გამოყენებული