საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, -ის ევროპული სარდლობის გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია. დღეს გენერალ კრისტოფერ კავოლისთან განვიხილე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა, წინსვლა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში“, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ