საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. დღეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება, მანამდე კი პირისპირ და გაფართოებული ფორმატებით, დელეგაციასთან ერთად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ვახშამზე უმასპინძლა. ვახშამზე პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე