საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება

საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. გიორგი ბარვენაშვილი “ქართული ოცნების” სიაში 71- ადგილზეა.
კობახიძეს, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მესამე ნომერია, პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგება პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი.
ინფორმაციისთვის, დღეს ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. 2 თებერვალს, პარლამენტის ბიურო მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგს და საკომიტეტო, ოპოზიციის და უმრავლესობის მოსმენის გრაფიკის დაამტკიცებს. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება. პროცესი ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით