საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობა.
მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიღწევებს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე და გამოთქვეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების სურვილი, განსაკუთრებით, სახელმწიფო სერვისების, საბიუჯეტო პროცესების მართვის და ეკონომიკური რეფორმების სფეროებში.
„პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოთქვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში „დან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის გაგრძელების იმედი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის აუცილებლობას.
შალვა პაპუაშვილმა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, საქართველოს პროგრესზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით და საქართველოს, როგორც ვაჭრობის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?