საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს იან ბორგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ იან ბორგს მადლობა გადაუხადა ეუთოს მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ეუთოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირა.
იან ბორგის განცხადებით, ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ს მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ეუთოს ურთიერთობებზე, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის როლზე.

ასევე დაგაინტერესებთ