საქართველოს პარლამენტის წევრებმა საერთაშორისო კონფერენციაში „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მ და დავით სონღულაშვილმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კონფერენციის მიზანი იყო სააგენტოს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგების, გამოწვევების და მიღწევების ერთობლივ ფორმატში განხილვა და ევროპული სტანდარტების, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი კომპონენტის დანერგვა.
კონფერენციის გახსნით ნაწილში, პარლამენტის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
„განსაკუთრებულია მნიშვნელობა, არამხოლოდ კანონმდებლობით, არამედ ამბიციით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, ვიქცეთ თანამედროვე, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოს კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა ჩვენი კანონმდებლობა და შეიძლება ითქვას, რომ დღეს გვაქვს სამართლიანი ეკონომიკური კლიმატი და გარემო. ბუნებრივია, ამას სჭირდება მუდმივი განვითარება და ის თანამშრომლობა, რაც აქვს პარლამენტს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან წარმოადგენს კარგ წინაპირობას, რომ შევძლოთ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრება.“- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
დავით სონღულაშვილმა მიმართვისას ისაუბრა სამართლიანი კონკურენციის მნიშვნელობაზე ეკონომიკის სწორი და თანმიმდევრული განვითარებისთვის.
„სამართლიანი კონკურენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ქვეყნის ეკონომიკას სწორად და თანმიმდევრულად განავითარებს. აუცილებელია, მომხმარებელთა უფლებების სწორი დაცვა, რადგან ხარისხობრივად გაუმჯობესებული ეკონომიკა მივიღოთ. ეს არის სწორედ ის ჰარმონიზაცია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ჰარმონიზაციის პროცესს მოიცავს,” – აღნიშნა დეპუტატმა.
სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობდნენ 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა