საქართველოს პარაძალოსანთა ნაკრებმა ალმატის მსოფლიოს თასზე 12 მედალი მოიპოვა

ყაზახეთის ქალაქ ალმათის მსოფლიო თასის გათამაშებაზე წოლჭიმსა და სამჭიდში საქართველოს უსინათლოთა პარაძალოსნობის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა.
მირიან ოგნაძემ +125კგ წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა.
ოგნაძემ წოლჭიმში 214კგ. დაძლია და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ჩაჯდომში კი 281კგ დაძლია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
გიორგი მაისურაძე (+125 კგ) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ზაზა მარტიაშვილი (125 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში ოქროს მედლებს დაეუფლა. თეონა ბექაურმა (67,5 კგ) წოლჭიმში ბრინჯაოს, ხოლო სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიორგი გიგაური (57 კგ) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. გიორგი ბასილაშვილმა (75 კგ) სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლევან მელანაშვილი (82,5 კგ) კი სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ალმატის მსოფლიო თასზე მამაკაცებს შორის გუნდურ გამოსვლაში ჩვენი ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია