საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გარეთ უორდი დაიბარეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიტანელ დიპლომატს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა.
„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო. მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად