საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს მასპიძლობს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში იმყოფება. ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საელჩოს წარმომადგენლები, დელეგაციის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არპინე სარგსიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
ამასთან, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებას.
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს და მათ საქმიანობას გაეცნობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?