საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტზე 3 დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება

საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტზე 3 დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
„ფესტივალის ფარგლებში, ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, ასევე კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები. საფესტივალო ტერიტორია აღჭურვილი იქნება გამათბობლებით,“- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან