საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ და გამგეობის წევრმა მეგი მაღალდაძემ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
ასამბლეაზე სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიატების წარმომადგენლები გაეცნენ საბჭოს მიერ ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე შედგენილ სახელმძღვანელოს. იმსჯელეს სამეწარმეო სამართლის განახლებაზე, დარგის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.
ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭო (CNUE) ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დამკვირვებლის სტატუსის მქონე 8 ქვეყნის – მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნოტარიატისგან შედგება.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გასულ წევრს გაწევრიანდა, რაც ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს