საქართველოს ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და ანზორ მექვაბიშვილი შეურთდნენ.
აქამდე ჩვენი გუნდი 14 ფეხბურთელით ემზადებოდა. რამდენიმე მოთამაშეს სეზონი ჯერ არ დაუსრულებია და ისინი ვილი სანიოლის განკარგულებაში მომავალი კვირიდან იქნებიან.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიოატის დაწყებამდე, 6 ივნისს ამხანაგურ მატჩს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრებთან ჩაატარებს.