საქართველოს ნაკრებს ქოჩორაშვილიც შეუერთდა – „ჯვაროსნებმა“ საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ერთა ლიგის ახალი გათამაშების მატჩებისთვის ემზადება, საგურამოში მესამე ვარჯიში გამართა.
ვილი სანიოლის გუნდმა შეკრების დაწყების შემდეგ სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. 4 სექტემბერს შეკრებას გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა, რომელმაც „ლევანტეში“ 2 სექტემბერს ითამაშა და „ეიბართან“ (2:2) საგოლე გადაცემა მიითვალა.
სექტემბერში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
პირველი არხი