საქართველოს ნაკრებს ილია თოფურია ესტუმრა

ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ალგორფაში UFC-ს მსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი, ილია თოფურია ესტუმრა.
ქართველი მებრძოლი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაში გამარჯვება უსურვა.
შეხვედრის შემდეგ, ილია თოფურიას საქართველოს ნაკრების მაისური გადაეცა. ქართველმა მებრძოლმა ეროვნული გუნდის ფეხბურთელებთან და სფფ-ის მენეჯმენტთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ილია თოფურია: “ვიცი, რამდენად მნიშვენლოვანი თამაშია ნაკრებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მთელი ქვეყნის ახდენილი ოცნება იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. სულით და გულით საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიქნებით”.
NAKREBI.GE
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა – სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
“ცარუკიანის დამარცხება უფრო გამიჭირდება, ვიდრე თოფურიასი” – პედი პიმბლეტი
“ჩეჩნეთში ან დაღესტანში რომ ჩავიდეს, მოყვარულიც კი დაამარცხებს” – ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
“შენ ხარ ადამიანი, რომლის სულიც გულში ვერ ეტევა” – თოფურიამ დვალიშვილს მიმართა
ილია თოფურია “თეთრ სახლში” იბრძოლებს? – მებრძოლის პოსტი სოციალურ ქსელში [PHOTO]