საქართველოს ნაკრებმა ტესტმატჩში იაპონია დაამარცხა

ქალაქ სენდაიში 2024 წლის ზაფხულის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა ანგარიშით 25:23 მოიგეს.
მატჩის პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით 18:13 დასრულდა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა დაწინაურება შეძლეს, თუმცა შეხვედრის 73-ე წუთზე გიორგი ჯავახიამ ლელო დადო, ლუკა მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და „ბორჯღალოსნებმა“ იაპონელები ანგარიშით 25:23 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები მორიგ ტესტ-მატჩში 20 ივლისს ავსტრალიას დაუპირისპირდება.
ზაფხულის სერიის პირველ ტესტ-მატჩში ქართველებმა ფიჯის ნაკრებს უმასპინძლეს.„ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა ანგარიშით 12:21 დათმეს.
„ბორჯღალოსნები“ იაპონიის ნაკრებს მეშვიდედ შეხვდნენ. საქართველოს ნაკრებმა ორ მატჩში იმარჯვა, ხუთი შეხვედრა კი დათმო.

ასევე დაგაინტერესებთ