საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

14 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა “მიხეილ მესხი 2”-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველო – შოტლანდიის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ივარჯიშებს, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. შოტლანდიის ნაკრების პრესკონფერენცია ონლაინ-რეჟიმში, 16:00 საათზე ჩატარდება. პრესკონფერენციის ბმული აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს გაუზიარდებათ.
ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): “წლის ბოლო შეკრებაა და მნიშვნელოვანია, რომ წელი
კარგად დავასრულოთ. ფეხბურთელები მზად არიან და ითავისებენ ამას. ბოლო შეხვედრაა მარტის შეკრებამდე და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველაფერი კარგად იყოს. მარტამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა მნიშვნელოვანია შეკრების კარგი განწყობით დასრულება.
გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ვთხოვ მაყურებელს, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში ყველა ბედნიერი დაბრუნდეს”.
გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): “მოახლოებული თამაშები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და უფრო მეტად შევთამაშდეთ. ნაკრებში ჩატარებული თითოეული შეხვედრა მნიშვენლოვანია. ჯერ შოტლანდიასთან, შემდეგ კი ესპანეთთან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ განვვითარდეთ, როგორც გუნდი”.
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, ), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, ), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, ), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, , საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)