მატჩი ჩვენი გუნდის იერიშით დაიწყო, ლამაზი კომბინაცია ტაბუცაძის ლელოთი დაგვირგვინდა, რთული პოზიციიდან კი მატკავმ გარდასახვა ვერ გამოიყენა. „ბორჯღალოსნებმა“ წყეხი გააძლიერა, მაგრამ რამდენიმე სახიფათო შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. შემდეგ მატკავამ საჯარიმოდან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, ხოლო ცოტა ხანში ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, მატკავამ გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა და პირველი ტაიმი 10:0 დასრულდა.
კოკერილის გუნდის დომინაცია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მოდებაძემ ლელო დადო, ხოლო ნინიაშვილმა უზადოდ გარდასახა. ამას დერეფნიდან კარგად აგორებული
მოლი და გორგაძის ლელო მოჰყვა, ნინიაშვილმა ზუსტად ვერ გარდასახა. საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სრულად სჯაბნიდა, საკუთარ ნახევარზე პრაქტიკულად არ უშვებდა, შერკინებაშიც უკეთესად ირჯებოდნენ, დერეფანშიც და შეცვლაზე შესულმა ივანიშვილმა ლელო გაიტანა, ნინიაშვილმა – გარდასახვა. 73-ე წუთზე რუმინელთა პირველი შეტევა ტანგიმანამ ლელოთი დაასრულა, გარდასახვა ვერ გამოიყენეს. მერე ტაბუძაძემ ჰეთ-თრიკი მიითვალა, ანჟანდაძემ გარდასახა. ბოლოს თაფლაძემაც გაიტანა ლელო, აბჟანდაძემ ისევ ზუსტად გარდასახა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
2 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო – რუმინეთი 43:5
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).