საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ლატვიაში ემზადება, მეორე სპარინგ-მატჩი გამართა. ისრაელთან 4 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ, შემდეგ დღეს, საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ესტონეთთან ჩაატარა. შეხვედრა ესტონელთა გამარჯვებით – 75:70 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებს ოპტიმალური შემადგენლობით ისევ არ უთამაშია. სანდრო მამუკელაშვილი ნაკრებს კაუნასში, 8 აგვისტოს უერთდება, ხოლო გოგა ბითაძეს ფეხი მსუბუქად აწუხებდა და მწვრთნელებმა მისი მოედანზე გასვლა აღარ გარისკეს.
წინა მატჩისგან განსხვავებით, მოედანზე იყო კამარ ბოლდუინი, რომლის პირველი მატჩი დიდი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებში დამაკმაყოფილებელი იყო. ის გუნდთან შეთამაშების პროცესშია და ამ გზაზე სწორედ ესტონეთთან და ისრაელთან გამართული მატჩები დიდად გამოსადეგია.
პირველი პერიოდი 17:20 დავთმეთ, მეორე კი 18:16 მოვიგეთ. ისრაელთან მატჩის მსგავსად, მესამე ათწუთეულში ჩავარდნა გვქონდა. მეოთხედი ბალტიელებმა 26:14 მოიგეს. ბოლო პერიოდში ს უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა, თუმცა ჩვენებმა ბოლო წუთებზე მოახერხეს ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება.
ბოლო წუთებზე ესტონელებმა მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენმა ნაკრებმა პერიმეტრიდან პასიურად ითამაშა. 19 სროლიდან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდო – ალექსანდრე ფევაძემ, გიორგი კორსანტიამ და კამარ ბოლდუინმა. მეტოქემ 23-დან 7 სამიანის ჩაგდება მოახერხა.
ჩვენს ნაკრებში 18 ქულითა და 4 მოხსნით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. 11-11 ქულა ბექა ბურჯანაძემ და გიორგი კორსანტიამ (პლუს 7 მოხსნა) მიითვალეს. გიორგი შერმადინის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. კამარ ბოლდუინმა შეხვედრა 7 ქულითა და 4 პასით დაასრულა.
საქართველოს ნაკრები ლატვიას ხვალ, დილას დატოვებს და ავტბუსით მეზობელ ლიეტუვაში გადავა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს კაუნასში, ლიეტუვას ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა კაუნო არენაზე, მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება და მისი ტრანსლირება პირდაპირ ეთერში, საქართველოს პირველი არხის საშუალებით განხორციელდება.
GBF.GE
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა – GBF.GE სიტუაციას განმარტავს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე – საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა – GBF.GE სიტუაციას განმარტავს
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე – საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია