საქართველოს ნაკრებმა მალტასთან ისევ წააგო

ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე მალტასთან 1:2 დამარცხდა.
ანტმანის გუნდი 3 ქულით მე-2 ჯგუფში მესამე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 30 მაისს სტუმრად ანდორასთან გამართავს.
მალტა – საქართველო 2:1
გოლები: 1:0 კუშკირი (39), 2:0 ბუჯეია (60), 2:1 კალანდაძე (83)
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, მწყერაშვილი, დანელია, პასიკაშვილი (ბებია 80), მატვეევა, ბუხრიკიძე (ხაბურზანია 46), ბაქრაძე