საქართველოს ნაკრებმა „კარატე 1, სერია A-ში“ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

კვიპროსის ქალაქმა ლარნაკამ პრესტიჟულ ტურნირს – „კარატე 1, სერია A“ უმასპინძლა. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით მონაწილეობდა.
+84 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა მერაბ გელაშვილმა, რომელმაც ფინალური შეხვედრა იაპონელ სპორტსმენთან, ფუმია იოშიმურასთან, ანგარიშით 0:2 დათმო.
-84 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლუკა ვასაძე, რომელმაც თურქეთის წარმომადგენელ არსლან ჰასანს ანგარიშით 3:0 სძლია.

ასევე დაგაინტერესებთ