ევრობასკეტის დაწყებამდე ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ჩეხეთთან 87:100 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ისევ ვერ დაგვეხმარა შენგელია, ბითაძე კი დაასვენეს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე, მამუკელაშვილი, შერმადინი. თამაში შედეგიანი გამოვიდა, პერიმეტრს ვერ ვკეტავდით, მეტოქე სამქულიანებს და საჯარიმოებს კარგად ასრულებდა, პირველი მეოთხედი 27:28, ხოლო პირველი ტაიმი 42:55 დავთმეთ.
თამაშის სურათი დიდი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა და საბოლოოდ მორიგი მარცხი განვიცადეთ.
22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მამუკელაშვილი იყო (პლუს 7 მოხსნა), ბურჯანაძემ 14 ქულა ჩააგდო (6 მოხსნა), შერმადინმა (8 მოხსნა) და სანაძემ 13-13, ბოლდუინმა 9, ანდრონიკაშვილმა 8, ოჩხიკიძემ 7, ლონდარიძემ და კორსანტიამ – თითო-თითო.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთთან გამართავს, მოსამზადებელ ეტაპზე ყველა სპარინგი წააგო.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? – ნაკრების ექიმის კომენტარი
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები – რას ვნახავთ აგვისტოში
ურთულეს ჯგუფში – EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
