ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორა 2:1 დაამარცხა.
ანტმანის გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, მეორე ტაიმში კი სტუმრები დაწინაურდნენ. 82-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბაქრაძე წააქციეს და ბებიამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მეტოქის კარი ბაქრაძემ დალაშქრა და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს გასვლაზე კვიპროსთან ჩაატარებს.
საქართველო – ანდორა 2:1
გოლები: 0:1 სოლე (69), 1:1 ბებია (84, პენ), 2:1 ბაქრაძე (57)
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი
(ხაბურზანია 67), კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, დანელია, ბუხრიკიძე, მატვეევა (წიქარიძე 75), ბებია, ამბალია, ბაქრაძე
