FIFA-მ 4 აპრილს ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. “ჯვაროსნებმა” ორი საფეხურით წაიწია წინ და ამჟამად 75-ე პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ თვეში ორი მატჩი ითამაშა. ჯერ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს 2:0 სძლია, შემდეგ კი ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
გერმანიაში გასამართი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან.
სრული იდიოტიზმი იყო ადრე ფიფას რეიტინგი და ახლა კიდევ უფრო უარესი გახდა, მეორე უკიდურესობა.. ევროპის ჩემპიონები რომ გავხდეთ მგონი 10-15 ადგილით თუ წავიწევთ წინ მხოლოდ.. ასეთი სისტემით ალბათ 50-შიც ვერასოდეს შევალთ.. 50-ზე მყოფი გუნდი დავამარცხეთ, რამაც ევროპაზე ადგილი დაგვიჯავშნა და.. ორი ადგილი მხოლოდ, ისიც მგონი იმიტომ რომ ვიღაც ჩამოქვეითდა..