საქართველოს ნაკრები EURO 2024-სთვის მომზადებას ავსტრიაში გაივლის

საქართველოს ეროვნული ნაკრები EURO 2024-სთვის მოსამზადებელ შეკრებას საქართველოს ნაცვლად ავსტიაში გაივლის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მიაწოდა.
იაშვილის თქმით, ამის მიზეზი ამხანაგურ შეხვედრებზე წინასწარ შეთანხმებული ნაკრებების პოზიციაა, რომლებიც ასევე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და თბილისში ჩამოსვლაზე უარი თქვეს.
ეროვნული ნაკრები მომზადებას 28 მაისს დაიწყებს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ავსტრიაში 2 ივნისს შეიკრიბება. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

ასევე დაგაინტერესებთ