საქართველოს ნაკრები სტუმრად კვიპროსთან დამარცხდა

ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე კვიპროსთან 1:2 დამარცხდა.
მეორე ჯგუფში 6 ქულით ლიდერი კვიპროსია, ჩვენს გუნდს 3 ქულა აქვს და შემდეგ მატჩს 4 აპრილს სახლში მალტასთან ჩაატარებს.
B ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები გადავლენ, მეორეადგილოსნები კი ზედა დივიზიონში დასაწინაურებლად პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს შეხვდებიან.
კვიპროსი – საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ვიოლარი (1), 2:0 ვიოლარი (28), 2:1 დანელია (44)
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, ჩხარტიშვილი, გასვიანი, კალანდაძე, დანელია, მატვეევა, ამბალია (ხაბურზანია 55), ბებია (წიქარიძე 64), ბაქრაძე, ბუხრიკიძე

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში