საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ყველა ფერხბურთელი გამოცხადდა, – ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
საკლუბო მატჩების გამო გუნდს ყველაზე გვიან შეუერთდნენ: („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („ლიონის ოლიმპიკი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, ), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, ) და ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი).
სრული შემადგენლობით შეკრებილი „ჯვაროსნები“ დღეს თბილისში ივარჯიშებენ. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ორმატჩიან პლეი ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს 20 მარტს – ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება.