საქართველოს ნაკრები იურმალიდან რიგაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაში ჩავიდა, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის 1 საგზურისთვის იბრძოლებს.
აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1-ელი ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში გააგრძელა და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპი ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში, რიგიდან 30 კილომეტრით დაშორებულ იურმალაში გაიარა, სადაც 2 ვარჯიში და 2 სპარინგ-მატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები კამერუნთან 1 ქულით დამარცხდა, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით სძლია.
29 ივნისს ჯიკიჩმა მოთამაშეებს დასვენების
საშუალება მისცა და 30-ში, დილას, ნაკრებმა გეზი რიგისკენ აიღო, სადაც ტურნირის ოფიციალურ სასტუმრო Radisson Park Inn-ში დაბინავდა. სადილობისა და მცირე დასვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მასპინძელ “რიგა არენაზე” ივარჯიშა.
1-ელ ივლისს საქართველოს ნაკრებს 1 ვარჯიში ექნება, რომელიც 18:00-ზე დაიწყება და 19:50-ამდე გასტანს. ვარჯიშის დასკვნითი 5 წუთი მედიის წარმომადგენლებისთვის ღია იქნება.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში