საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 5:22 დამარცხდა.
მეტოქე თავიდანვე უკეთ გამოიყურებოდა, სწრაფ კონტრშეტევებს ახრორციელებდა და პირველი პერიოდი 5:0 მოიგო. მეორე მეოთხედში იტალიამ უპირატესობა გაზარდა და პირველი ტაიმი 11:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მათ 5 გოლი პენალტით გაიტანეს. ანგარიშიდან გამომდინარე მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და საბოლოოდ მოწინააღმდეგემ გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა.
ჩვენი გუნდიდან გოლები პიეშივაცმა (2), ვასიჩმა, ახვლედიანმა და ბითაძემ გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული გუნდი A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს და შემდეგ მატჩს 6 იანვარს უნგრეთთან ჩაატარებს.
შეგახსენებთ,
ჯგუფიდან პირდაპირ მეოთხედდფინალში ორი საუკეთესი გავა, ხოლო , მესამე-მეოთხე ადგილოსნები მეორე დივიზიონის ჯგუფების ორ-ორ საუკეთესოს დაუპირისპირდებიან და დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში