საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს შეხვდება. მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება. ნახევარფინალში საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა.
იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრებთან თამაშში 2:0 გაიმარჯვა. ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
21 მარტის მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. ბუდუ ზივზივაძის თქმით, ის ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე გუნდს დაპირდა, რომ ნახევარფინალს თავის თავზე აიღებდა.
“როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვუთხარი [გიორგი კაციტაძეს], ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში კვარა რომ დაგვემატება, კვარამ მიხედოს მეთქი, ეგრეც მოხდა” – თქვა ზივზივაძემ.