საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე კვიპროსში ითამაშებს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მეექვსედ ითამაშებს. ამჯერად ჩვენს გუნდს წილისყრამ კვიპროსი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა არგუნა.
ჩვენი ჯგუფის მატჩებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე მატჩები 27 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიაში გაემგზავრება.
A ჯგუფი (რიგა): პორტუგალია, , ლატვია, თურქეთი, სერბეთი, ჩეხეთი;
B ჯგუფი (ტამპერე): გერმანია, ფინეთი, ლიეტუვა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, მონტენეგრო;
C ჯგუფი (ლიმასოლი): კვიპროსი, იტალია, საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა;
D ჯგუფი (კატოვიცე): ისლანდია, საფრანგეთი, სლოვენია, პოლონეთი, ბელგია, .
ცნობილია, რომ A ჯგუფის მასპინძელია ლატვია, B ჯგუფის – ფინეთი, C ჯგუფის – კვიპროსი, ხოლო D ჯგუფის – პოლონეთი. თითოეულ ჯგუფში თითოეული კალათიდან ერთი გუნდი მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის თითოეულ მასპინძელ ქვეყანას ერთი პარტნიორი ქვეყნის არჩევა შეეძლო, რომელთან ერთადაც ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ლატვიამ ესტონეთი აირჩია, ფინეთმა – ლიეტუვა, კვიპროსმა – საბერძნეთი, პოლონეთმა კი – ისლანდია.