საქართველოს ნაკრები დღეს კვიპროსს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს თბილისის დროით 19:15 საათზე ევრობასკეტზე კვიპროსს ეთამაშება.
მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის კვიპროსთან მოგება აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხი გადის. საქართველოს ერთი მოგება აქვს.
მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა გასულ ტურში საბერძნეთთან ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა – არ უთამაშია გოგა ბითაძეს, ხოლო თორნიკე შენგელიამ მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო მოედანზე.
შემდეგ სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გუნდმა ზუსტად იცის, რა მიზანი აქვს და შედეგის მისაღწევად რა სჭირდება. კვიპროსის ნაკრები მიმდინარე ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, მასპინძელმა გუნდმა გასული სამი თამაში კონკურენციის გარეშე დათმო. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველ ტურში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა, შემდეგ კი იტალიასთან და საბერძნეთთან დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?