საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება იტალიურ გუნდში გადავიდეს

meczyki.pl-ის ცნობით, არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ “კრაკოვია” დატოვოს.
გამოცემის ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩიკი წერს, რომ კაკაბაძეს პოლონურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ მისი სამსახურით სერია A-ში გადასვლისთვის მებრძოლი “კრემონეზე” დაინტერესდა და მოხარული იქნება, თუ გადაიბირებს.
კაკაბაძე “კრაკოვიაში” 2021 წელს გადავიდა და მას შემდეგ 61 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ესქტრაკლასას ბოლო, “ლეგიასთან” საშინაო შეხვედრაში (2:0) კი გუნდის კაპიტანი იყო.
რაც შეეხება “კრემონეზეს”, რომლის ღირსებასაც ლუკა ლოჩოშვილი იცავს, სერია B-ში მესამე პოზიციაზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში