საქართველოს ნაკრების მცველმა შეიძლება კარიერა იაპონიაში გააგრძელოს

კვიპროსული kerkida ჟურნალისტ მარკო მოლას მიერ “ტვიტერზე” გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ იაპონიის ჯეი ლიგის საიტამას “ურავა რედ დაიმონდსი” “აპოელის” 29 წლის მცველით, ლაშა დვალით დაინტერესდა.
აღნიშნულია, რომ დვალს “აპოელთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კლუბი კომპენსაციის გარეშე არ გაუშვებს.
sportime-ს ცნობით, დვალმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა, შვებულებაში გავიდა და შემდეგ “აპოელს” სერბეთში შეკრებაზე შეუერთდება.
“აპოელი” გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა და მისი რიგები გიორგი ქვილითაიამ დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში