საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში ასპარეზობისთვის მზადება დაიწყო.შეკრება თბილისში, ახლადაშენებულ საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტდა როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით, ასევე ლეგიონერებითაც.
ტურნირი გაიმართება 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში. გამარჯვებული ნაკრები, მეორე დივიზიონის A ჯგუფში დაწინაურდება,საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან ისლანდია, ახალი ზელანდია, რო.ელიც ფავორიტად არის მიჩნეული, ბულგარეთი, ტაიპეი და ტაილანდი. გასულ წელს ჩატარებულ ტუნირზე საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა, წელს კი დივიზიონში დაწინაურებას გეგმავს.
2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მატჩების განრიგი:
27 აპრილი. 08:30. საქართველო – ისლანდია
28 აპრილი. 12:00. საქართველო – ახალი ზელანდია
30 აპრილი. 08:30. საქართველო – ბულგარეთი
2 მაისი. 05:00. საქართველო – ჩინეთი ტაიპეი
3 მაისი. 05:00. საქართველო – ტაილანდი
მთლიანობაში ჩვენი ნაკრების ურთიერთშეხვედრები მომავალ მეტოქეებთან:
საქართველო – ისლანდია 3 თამაში. 2 მოგება. 1 მარცხი
საქართველო – ახალი ზელანდია 2 თამაში. 2 მარცხი
საქართველო – ბულგარეთი 6 თამაში. 3 მოგება. 3 მარცხი
საქართველო – ჩინეთის ტაიპეი 2 თამაში. 2 მოგება
საქართველო – ტაილანდი 1 თამაში. 1 მოგება
წყარო: საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია