საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა “ბასკონიას” ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა [VIDEO]

ლიგა ენდესას მორიგ ტურში “ბასკონიამ” “მანრესა” 82:80 დაამარცხა. სტუმრებს გამარჯვება საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა კამარ ბოლდუინმა მოუტანა, უკანახაზელმა ბოლო წამებზე ორქულიანი შეტევით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღნიშნულ მატჩში კამარმა 20 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
“ბასკონია” ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში 6 გამარჯვებითა და 7 მარცხით მე-11 ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, კამარ ბოლდუინი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენციაში – Big East- ში თამაშობდა, სადაც „ბატლერის“ უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავ
და და 4 სეზონის განმავლობაში საშუალოდ მოგროვებული 17 ქულითა და 3 პასით ერთ-ერთი ლიდერი იყო.
მიმდინარე სეზონში ბოლდუინი მოედანზე საშუალოდ 27 წუთს ატარებს, რა დროშიც 12.4 ქულას, 3.1 მოხსნასა და 3.7 შედეგიან პასს აგროვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში