საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 27 წლის უკანახაზელმა კამარ ბოლდუინმა „ბასკონიას“ დატოვების შემდეგ „ბაიერნთან“ 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.
„ძალიან გახარებული ვარ, რომ მიუნხენური გუნდის წევრი გავხდი. მწვრთნელმა გორდიმ (გორდონ ჰერბერტი) და გენერალურმა დირექტორმა დრაგანმა (ტარლაჩი) ჩემი ტრანსფერის განსახორციელებლად ძალიან იზრუნეს. „ბაიერნსა“ და ბუნდესლიგას ცოტა ვიცნობ, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მინდა გუნდს ჩემპიონატის მოგებაში და ევროლიგის პლეი-ოფში გასვლაში დავეხმარო. რა შემიძლია შევძინო გუნდს? გამთამაშებელი ვარ და ორივე პოზიციაზე თამაში შემიძლია, შეტევების დაგვირგვინება და მომენტების პარტნიორებისთვის შექმნა მეხერხება. გასულ სეზონში ჩემი საუკეთესო თამაში რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ვაჩვენე. თუმცა, ვგრძნობ, ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ „ბაიერნს“ მოედნის ორივე ნახევარზე აგრესიული სტილით დავეხმარო.
ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად მეექვსე ევრობასკეტისთვის ვემზადები. ეს პატარა ქვეყნისთვის დიდი მოვლენაა. გვინდა ჯგუფური ეტაპი დავძლიოთ, მერე კი ყველაფერი შესაძლებელია.
კომენტარი ტარლაჩმა გააკეთა: „კამარი ლიდერის უნარების მქონე გამთამაშებელია და ყოველთვის გუნდზე თამაშობს. მუდმივად პროგრესირებს და ევროლიგაზე მაღალ შედეგებს აღწევს. აგრეთვე შთამბეჭდავი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში. კარგი პიროვნება და თანაგუნდელებისთვის შესანიშნავი მეგობარია. დავიმატეთ კალათბურთელი, რომლის მწვერვალისკენ სვლა ჯერ არ დასრულებულა და რომელიც სრულად მიუძღვნის თავს „ბაიერნს“.
მამუკელაშვილმა “ტორონტო რეპტორზთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს “ბაიერნის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
შეთანხმება შედგა – დიასი დიდი ალბათობით, “ლივერპულს” დატოვებს
გიორგი შერმადინი ესპანურ ლიგაში წლის გიგანტად დაასახელეს
ახალი ამერიკელი საქართველოს ნაკრებში
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
ოფიციალურად: პალინია “ტოტენჰემის” ფეხბურთელია
შენგელიას საოცრება – თოკოს აღებული ქულა, რომელმაც ყოფილი გუნდის ფანებიც კი აღაფრთოვანა [VIDEO]
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე – საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 82 წუთი “ბაიერნთან” – ბურთი ძელს გაარტყა და კიდევ ორი მომენტი შექმნა
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს – ფონსეკამ “ლიონის” ტრანსფერებზე ისაუბრა
“ტენერიფემ” “ბასკონია” ბრძოლაში დაამარცხა, შერმადინი ისევ მატჩის MVP გახდა
საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა “ბასკონიას” ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა [VIDEO]
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
