საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა “მურსიასთნ” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, თუმცა თამაშს ლიგა ენდესაში გააგრძელებს, სადაც უკვე მეშვიდე წელია ასპარეზობს.
36 წლის გამთამაშებელმა “კასადემონტ სარაგოსასთნ” ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა.
მაკფადენის ახალი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატზე მე-15 ადგილზეა.