საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი პენალტების სერიით დასრულდა – „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომლის ძირითადი დროც 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებს პირველი გოლით უპირატესობა გიორგი დემეტრაძემ მოუტანა.
მატჩის მეორე ნახევარში, ანგარიში “მილანის” ფეხბურთელმა, მარკო ბორიელომ გაათანაბრა.
ამის შემდეგ საქართველო კვლავ დაწინაურდა დავით სირაძის გოლით, თუმცა საბოლოოდ ანგარიში “მილანის” ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფისმა გაათანაბრა.
ცნობისთვის, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართა.
ამხანაგურ შეხვედრაში „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, მ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი ქინქლაძემმ, მ, მიხეილ ყაველაშვილმა და სხვებმა ითამაშეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილი, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს – მომიტინგეები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, „დანიშნე არჩევნები“

გიორგი მარგველაშვილი – უკვე წაგებული ადამიანის მუქარის ფორმაა, როდესაც კანონში წერ, თუ არ მოგწონვარ, დაგიჭერ – ეს კანონები არ არის თავისუფალი ადამიანებისთვის, არამედ მონებისა და მოღალატეებისთვის, თითქოს მათ დაიცავს