საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა – საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტაკის ბალტაკოსმა ეროვნული გუნდისა და მთავარი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის მომავალზე ისაუბრა.
მისი თქმით, საბერძნეთს საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა ეთამაშა.
„მივიჩნევ თუ არა პოიეტის ნაკრებში მუშაობას წარმატებულად? პირველ ეტაპზე, ერთა ლიგაში წარმატებულად იმუშავა და გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.
საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან საკვალიფიკაციო ეტაპზე კი გუნდი, ასევე, კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ პლეი-ოფის ფინალში საქართველოსთან თამაშის შესახებ აზრები განსხვავებულია. არ მსურს წმინდა საფეხბურთო საკითხებზე საუბარი, მაგრამ ვიცი აზრი, რომელსაც საბერძნეთის ფედერაციის აღმასკომის წევრების უმრავლესობა იზიარებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა.
გვინდოდა მოსულიყო და ამ თემებზე პირდაპირ გველაპარაკა. შარშან შემოდგომაზე მას ასისტენტებთანაც პრობლემა შეექმნა, რაც ძალიან უსიამოვნო იყო. არც ის იყო მოსაწონი, რომ ამ პრობლემებზე საჯაროდ მედიასთან ისაუბრა.
ეროვნული გუნდის მწვრთნელის საკითხი ზაფხულისთვის უნდა გადაწყდეს, რადგან 7 ივნისს გერმანიასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, გუნდი კი ხელმძღვანელის გარეშე ვერ ითამაშებს. ვფიქრობ, რომ პოიეტს დარჩენა სურს. ამიტომ გადაწყვეტილება აპრილის ბოლომდე, აღდგომამდე უნდა მივიღოთ“, – აცხადებს საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა